სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მესამე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური განყოფილების ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის, მესამე მოდული გაიმართა.

მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელებმა, სხვდასხვა მნიშვნელოვან საფეხბურთო საკითხებთან ერთად, მედიასთან ურთიერთობის, უსაფრთხოებისა და პირველადი დახმარების თანამედროვე სტანდარტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სასწავლო პროცესი ტრადიციულად თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი განახლებული ფორმატით ტარდება და ექვსი მოდულისგან შედგება. ამ ეტაპზე სასწავლო კურსზე 25 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.