სიახლეები

სტიუარდების შერჩევა-გადამზადების პროცესი გრძელდება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტიუარდების შერჩევა-გადამზადების პროცესს აგრძელებს. კურსები ითვალისწინებს შესაბამის სასწავლო პროგრამას, რომელიც შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან.

კანდიდატთა შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდება. გასაუბრებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] განაცხადთა მიღება იწარმოებს 31 ოქტომბრის ჩათვლით. 

სტიუარდთა გადამზადების კურსზე შერჩეულ პირებს, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში,  გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და მომავალში მიეცემათ საშუალება აქტიურად ჩაერთონ საფეხბურთო ცხოვრებაში.