სსაქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევ ჯგუფში მესამე მატჩიც მოიგეს და პირველობა არავის დაუთმეს. რამაზ სვანაძის გუნდმა ამჯერად ხორვატიას აჯობა - 2:0.
მე-8 წუთზე გიორგი გულიაშვილმა ანატოლი მესიაჩენკოს პასით გაიტანა, რასაც პირველივე ტაიმში ზურიკო დავითაშვილის ზუსტი პენალტი მოჰყვა.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და 2020 წლის გაზაფხულზე ელიტ-რაუნდში ითამაშებს.
ლომიძე, კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, აზაროვი, მესიაჩენკო, მექვაბიშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, იაკობიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ლომინაძე, ნონიკაშვილი, გაგნიძე.
უნგრეთი 2:4 საქართველო
საქართველო 3:1 ყაზახეთი
საქართველო 2:0 ხორვატია