სიახლეები

საქართველოს ნაკრებმა თბილისში საწვრთნელი შეკრება დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. 7 ოქტომბერს, ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით თოთხმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა. მათ შორის იყვნენ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ლეგიონერები, რომლებსაც  საკლუბო მატჩები 6 ოქტომბერს ჰქონდათ, გუნდს 8 ოქტომბრის ვარჯიშზე შეურთდებიან. MLS-ის ქართველი ლეგიონერები, ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია საწვრთნელ პროცესში 9 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობას, საკლუბო შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოაკლდა. ირლანდიასთან და გიბრალტართან დაგეგმილი მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრებში ამ დროისთვის 23 ფეხბურთელია გამოძახებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია),, გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

12 ოქტომბერი
საქართველო - ირლანდია 17:00
15 ოქტომბერი
გიბრალტარი - საქართველო 22:45