სიახლეები

აჭარასა და გურიაში მოღვაწე მწვრთნელებს უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიები გადაეცათ

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ბათუმის ანგისას ბაზაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოჩა თამაზაშვილმა აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ირაკლი თოთლაძესთან ერთად აჭარასა და გურიაში მოღვაწე მწვრთნელებს უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიები გადასცეს.

ორდღიან სწავლებაში, რომელშიც მონაწილეობა აღნიშნული ორი რეგიონის 41-მა მწვრთნელმა მიიღო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. გადამზადების შედეგად თითოეულ მათგანს ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის ნაცვლად უეფას კატეგორიის ლიცენზია გადაეცა, რაც მწვრთნელებს ევროპის მასშტაბით მუშაობის საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კურსი სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.