საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრას 12 ოქტომბერს, თბილისში გამართავს. საქართველოსა და ირლანდიის საფეხბურთო დაპირისპირება ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, 17:00 საათზე დაიწყება.
მატჩის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა ისარგებლეთ შემდეგი ბმულით.
შენიშვნა: ფაილის ასატვირთ ველში, განათავსეთ აკრედიტაციის მოთხოვნის ოფიციალური წერილი თქვენი მედია-ორგანიზაციისგან. აკრედიტაციის მოთხოვნა შესაძლებელია 9 ოქტომბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.