2 ოქტომბერსს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სამი და ლიგა 4-ის სამი გუნდი იღებდა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: საბურთალო - ტორპედო; გარეჯი - ლოკომოტივი.
დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 23 ოქტომბერს გაიმართება. გათამაშების დეტალური კალენდარი იხილეთ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.