ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ისრაელის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. 26 სექტემბერს, დავით პეტრიაშვილი არენაზე გამართული მატჩი ქართველი გოგონების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ლიზი მწყერაშვილისა და ეთერ სულაშვილის ანგარიშზეა.
საქართველო 2:0 ისრაელი
საქართველო: მარკოიძე, აკობიძე, ძაბუა, სვანიძე, ბუდედაშვილი, კახნიაშვილი, ბებია, დანელია, რომანჩუკი, სულაშვილი, მწყერაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: ლომსაძე, ჯანჯარია, ბერაშვილი, ბაქრაძე, გასუმოვა, ვაშაკიძე, ბეგიაშვილი, ცისკარიშვილი, ცაგურია
მთავარი მწვრთნელი: არჩილ ჩხაბერიძე
გოლები: მწყერაშვილი, სულაშვილი
საქართველოსა და ისრაელის 17-წლამდე ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა. თამაში ისრაელის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლის ავტორი სულაშვილი გახდა.
ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები მერვე ჯგუფში ჩეხეთის, სერბეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფური ეტაპის მატჩები 19-26 ოქტომბერს, სერბეთში გაიმართება.