საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათანის გუნდი რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 3:6 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები თალესმა, რონინიომ და ფუმასამ გაიტანეს.
რუმინეთი 6:3 საქართველო
ივანო-ფრანკოვსკი
საქართველო: კუპატაძე, თოფურია, ჯვარაშვილი, კურტანიძე, თოდუა
სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, ბუკია, კეკელია, თევზაძე, მაისაია, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, რონინიო, ფუმასა, თალესი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
გაფრთხილება: 26' ჯვარაშვილი, 29' ფუმასა, 30' კუპატაძე, 40' კურტანიძე
გაძევება: 29' სებისკვერაძეგოლები: თალესი (2), რონინიო (22), ფუმასა (24)
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მეორე შეხვედრას 24 სექტემბერს მასპინძელი უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
უკრაინაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩები, ჩვენი გუნდისთვის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 24-27 ოქტომბერს პოლონეთში იასპარეზებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.