საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, უკრაინაში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში ჩვენი გუნდი უკრაინისა და რუმინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ავთანდილ ასათიანის ნაკრები უკრაინაში 15 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)
წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (სორო-კომპანი, ტაჯიკეთი), მიხეილ თევზაძე (თსუ, თბილისი), კახაბერ მაისაია (თელასი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), სილვა სანტოსი (აპოელი, კვიპროსი), თალესი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი).
ამხანაგური მატჩების განრიგი:
23 სექტემბერი, 20:00 რუმინეთი - საქართველო
24 სექტემბერი, 20:00 საქართველო - უკრაინა
უკრაინაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩები, ჩვენი გუნდისთვის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 24-27 ოქტომბერს პოლონეთში იასპარეზებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.