საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლების და განვითარების განყოფილება სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით აცხადებს მიღებას სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში მომუშავე ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსზე. აღნიშნული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილე მწვრთნელი უეფა-ს C ლიცენზიას მიიღებს. რაც თავის მხრივ აუცილებელი მოთხოვნაა მომავალში უეფა-ს B ლიცენზიის კურსზე მოსახვედრად.
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი სრულიად უფასოა.
ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსებზე მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ ფედერაციებს.