სიახლეები

საქართველო 0:0 დანია

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრა დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

ბორის პაიჭაძის სახელობისდინამო არენაზეგამართული მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლის გატანის რეალური შანსები ვაკო ყაზაიშვილს და თორნიკე ოქრიაშვილს ჰქონდათ. საბოლოოდ, მატჩში მონაწილე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს და გუნდებმა თითო ქულა მოიპოვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა:

ვლადიმირ ვაისი: საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის პერიოდში ეს ჩემი საუკეთესო შედეგია. უფრო მეტიც კი, ვიდრე ესპანეთთან მოგებული შეხვედრა, რადგან ბევრმა ფეხბურთელმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი, თამაში შეტევაშიც გამოვასწორეთ და 2-3 სახიფათო მომენტი შევქმენით.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დანია უმაღლესი დონის ნაკრებია, ჩემი აზრით, ის მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდშია, კრისტიან ერიკსენი კი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია თანამედროვე ფეხბურთში.

ვფიქრობ, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, გულშემატკივარს კარგი თამაში შევთავაზეთ. ჩვენ ვაჩვენეთ ხარისხი და ხასიათი. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს და გულშემატკივარს, რომელიც შესანიშნავად გვამხნევებდა”.

დანიასთან მატჩში ნაკრებს ჯაბა კანკავას დისკვალიფკაციის გამო, გურამ კაშია კაპიტნობდა.

გურამ კაშია: ტაქტიკურად ძალიან გამართულად ვითამაშეთ, წინა ხაზის მოთამაშეები 100 პროცენტით დაიხარჯნენ, რითაც მცველებს ძალიან დაგვეხმარნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცუდად დაწყებული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ.

გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომები დანიის წინააღმდეგ გამოვასწორეთ და განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ. აღსანიშნავია, რომ კორეის წინააღმდეგაც ბევრი მომენტი შევქმენით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ვპროგრესირებთ.

ასევე სასიხარულოა, რომ გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ვისი იმედიც შეგვიძლია გვქონდეს.”

ოთარ კიტეიშვილი: ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო. საკმაოდ მაღალი დონის ნაკრებს დავუპირისპირდით და ამიტომ ვფიქრობ, რომ ფრე კარგი შედეგია. ამის მიუხედავად, მსურს აღვნიშნო, რომ იყო მომენტები, სადაც უკეთ შეგვეძლო მოქმედება და თამაშის მოგება, მაგრამ ასეთივე შანსები დღეს დანიასაც ჰქონდა.”

საქართველო 0:0 დანია

თბილისი, დინამო არენა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, ანანიძე, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია (90’ დაუშვილი), აბურჯანია (86’ გვილია)

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, ლობჟანიძე, ხარაბაძე, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, ჯიღაური, კვარაცხელია, შენგელია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

დანია: შმეიხეილი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვეიტი, დოლბერგი (67’ გიტკიაერი), დალსგაარდი, სტრიგერ ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (73’ შონე)

სათადარიგო შემადგენლობა: ჰანსენი, ივერსენი, კრისტიანსენი, ანდერსენი, კნუდსენი, სკოვი, იორგენსენი, ლერაგერი, ვასი, ბილინგი

მთავარი მწვრთნელი: იონ დალ ტომასონი

მსაჯები: ფრანსუა ლეტესიერი (საფრანგეთი), სირილ მუნიე (საფრაგეთი), მეჰდი რაჰმუნი (საფრანგეთი), ჟერომ ბრისარდი (საფრანგეთი)

გაფრთხილება: 42’ გია გრიგალავა, 87’ შონე, 89’ კაკაბაძე

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპისჯგუფის მეორე შეხვედრაში შვეიცარია საკუთარ მოედანზე გიბრალტარს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევი ეტაპის მომდევნო და წლის ბოლო საშინაო  შეხვედრას თბილისისდინამო არენაზე” 12 ოქტომბერს, ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.