სიახლეები

იმერეთის რწმუნებულის თასი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამარჯვებით დასრულდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

20 ივლისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით იმერეთის რეგიონში რწმუნებულის თასის გათამაშება გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 12 გუნდი იღებდა.

ტურნირის ფინალური შეხვედრა 7 სექტემბერს, ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწრო. უძლიერესის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ბაღდათისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ მატჩში ბაღდადელებმა გაიმარჯვეს.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ტურნირის მონაწილე გუნდებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ, ვიცე-გუბერნატორმა, იოსებ ხახალეიშვილმა და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რუხაძემ გადასცეს.