სიახლეები

21-წლამდელებმა ლიხტენშტაინი დაამარცხეს

ნაკრები U21
გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყო. გია ცეცაძის გუნდმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ლიხტენშტაინი 4 უპასუხო გოლით დაამარცხა. მოწინააღმდეგის კარში გოლები ბექა ქავთარაძემ, დავით სამურკასოვმა, გიორგი არაბიძემ და ირაკლი ბუღრიძემ გაიტანეს. 

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს სტუმრად აზერბაიჯანთან ჩაატარებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი (ლაკვეხელიანი 61), სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი 81), სილაგაძე, ნინუა (კიტეიშვილი 67), ქავთარაძე (ბუღრიძე 60), არაბიძე (კოხრეიძე 67), არველაძე.