სიახლეები

17-წლამდელები სირენკას თასზე

ნაკრები U17
გაუზიარე

6-10 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პოლონეთში საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი ჩიტაურის გუნდი ტრადიციულ „სირენკას თასზე“ ითამაშებს და ეს იქნება ბოლო მოსამზადებელი ეტაპი ევროშესარჩევ ციკლამდე.

ტურნირში 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს: პოლონეთი, საქართველო, ინგლისი, ავსტრია, შვეიცარია, რუმინეთი, ფინეთი, ნორვეგია. პირველ მატჩში, 6 სექტემბერს, საქართველო მასპინძელთა ნაკრებს გაეჯიბრება. მომდევნო მეტოქე კი ამ თამაშის შედეგის მიხედვით განისაზღვრება.

მთავარმა მწვრთნელმა პოლონეთში წასაყვანად ეს ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), დავით ასათიანი (ტორპედო);

მცველები: გიორგი უბილავა (დინამო თბ), მიხეილ ავალიანი (სფფ აკადემია), თორნიკე დუნდუა (დინამო თბ), სანდრო ტატიშვილი (სფფ აკადემია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), დავით გოგოტიშვილი (დინამო თბ), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ), ბაქარ აბჟანდაძე (დინამო თბ);

ნახევარმცველები: გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), გიზო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ოთარ მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო),ლაშა ონიანი (სფფ აკადემია), ზურა ზოსიაშვილი (სფფ აკადემია);

თავდამსხმელები: თეიმურაზ თურაზაშვილი (სფფ აკადემია), ნოდარ თუთაშვილი (სფფ აკადემია)