სიახლეები

საქართველო - დანია | დინამო არენას სალაროებში ბილეთების რეალიზაცია დაიწყო!

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩის, საქართველო - დანიის, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა თბილისის "დინამო არენას" სალაროებში დაიწყო. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 25 აგვისტოდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად, გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

8 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში დანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.