სიახლეები

ქალთა ნაკრები | საქართველო 0:1 იტალია

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

3 სექტემბერს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა გასული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალისტ, იტალიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გავიდა, გირელის დარტყმული 11-მეტრიანი თათია გაბუნიამ მოიგერია, მაგრამ იტალიელმა თავდამსხმელმა დამატებაზე ყველას დაასწრო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

საქართველო 0:1 იტალია

თბილისი, მიხეილ მესხი

საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი, ქველიძე, ბაქრაძე (88’ ქადაგიშვილი), ჭიჭინაძე (59’ ჩემინავა), ჭყონია, დანელია, კალანდაძე, სუთიძე, თოთაძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, ჩხარტიშვილი, წოწერია, სხრიტლაძე, ხაბურძანია, სალუქვაძე, ეპიტაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

იტალია: ჯულიანი, ბერგამასკი, გამა, ლინარი, გუანი (89’ როსუჩი), საბატინო (46’ სერტურინი), გირელი (70’ ტარენცი), ბარტოლი, ჯიაცინტი, ჩერნოია, ჯულიანო

სათადარიგო შემადგენლობა: დურანტე, ბალდი, გალი, კარუსო, მარინელი, ფუსეტი, პანზერი, ბონფანტინი, ტუჩერი ჩიმინი

მთავარი მწვრთნელი: მილენა ბერტოლინი

მსაჯები: ვივიან პეეტერსი (ჰოლანდია), ფიკე ჰოოგენდიკი (ჰოლანდია), დიანა სნოერენი (ჰოლანდია), სტერე ბილსმა (ჰოლანდია)

გაფრთხილება: 34’ დანელია, 84’ გაბუნია

გოლები: 0:1 გირელი (24)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 8 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე დანიის ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის ჩანაწერი