საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებლად 2 სექტემბერს ქალაქ სტამბოლში შეიკრიბა. კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდი არასრული შემადგენლობით ემზადება. შეკრების პირველ დღეს, საწვრთნელ პროცესში, რომელიც ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე წარიმართა 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
კორეა - საქართველოს ამხანაგური მატჩის მასპინძელ ქალაქში ჩვენმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით ივარჯიშა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია)
დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. მათ შორის იყვნენ: გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი).
გასულ კვირას, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კორეისა და დანიის ნაკრებებთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა. დასახელებულ შემადგენლობას ორი ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოაკლდა.
უახლოესი შეხვედრებისთვის გუნდს სოლომონ კვერკველია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან. ხოჭოლავა, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს, გუნდთან ერთადაა და მსუბუქ ინდივიდუალურ მომზადებას გადის.
საქართველოს ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.
ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა ( დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)
საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:
5 სექტემბერი, 17:30 (თბილისის დროით)
სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
კორეის რესპუბლიკა - საქართველო
8 სექტემბერი, 20:00
თბილისი, დინამო არენა, ევრო 2020 | საკვალიფიკაციო ეტაპი
საქართველო - დანია