სიახლეები

ქალთა ნაკრები | ბოსნია-ჰერცეგოვინა 7:1 საქართველო

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

30 აგვისტოს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გამართა. Მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 7:1 დასრულდა. Საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთადერთი გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული ანა ჩემინავა გახდა, ქართველმა შემტევმა მეტოქეს 90-ე წუთზე გაუტანა.

Ბოსნია-ჰერცეგოვინა 7:1 საქართველო

Ზენიცა, ბოსნია-ჰერცეგოვინა

Ბოსნია-ჰერცეგოვინა: ჰოჯიჩი, სელიმოვიჩი (54’ საკოტიჩი), მ. ჰასანბეგოვიჩი, ალეკსიჩი, სპასოევიჩი, აიდა ჰაჯიჩი (71’ ველაგიჩი), ნიკოლიჩი, მედიჩი (63’ კრაიშუნივიჩი), კაპეტანოვიჩი, ჰამზიჩი, კრშო

Სათადარიგო შემადგენლობა: ე. Ჰასანბეგოვიჩი, ჰარჯიჩი, ვუიადინი, გაჯანიცა, ტასლიჯა, ზუკიჩი, მილოვიჩი

Მთავარი მწვრთნელი: სამირა ჰურენი

Საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი (46’ დანელია), პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (83’ ჩემინავა), ჭიჭინაძე (66’ სალუქვაძე), ჭყონია, კალანდაძე, სუთიძე, თოდაძე, რაუხი

Სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, წოწერია, ხაბურძანია, ეპიტაშვილი

Მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

Მსაჯები: კატარზინა ლისიეცკა-სეკი (პოლონეთი), კატარზინა ვოისი (პოლონეთი), პაულინა  ბარანოვსკა (პოლონეთი), მიხალინა დიაკოვი (პოლონეთი)

Გაფრთხილება: 42’ გაბუნია

Გოლები: 1:0 სპასოეივიჩი (5), 2:0 მ. Ჰასანბეგოვიჩი (10), 3:0 ნიკოლიჩი (13), 4:0 ჰაჯიჩი (23), 5:0 ალეკსიჩი (პენ.) (43), 6:0 ნიკოლიჩი (პენ.) (51), 7:0 კრაიშუმოვიჩი (80), 7:1 ჩემინავა (90)

Საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის შესარჩევი ტურნირის მეორე შეხვედრას 3 სექტემბერს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. Ლევან ბაჯელიძის გუნდის მეტოქე იტალიის ეროვნული ნაკრები იქნება. Მატჩი 16:15 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

© ფოტო: ბოსნია-ჰერცეგოვინის ფეხბურთის ფედერაცია