საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 3 სექტემბერს, თბილისში გამართავს. საქართველოსა და იტალიის ქალ ფეხბურთელთა დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 16:30 საათზე დაიწყება.
მატჩის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს - ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].
შენიშვნა: გთხოვთ, წერილში მიუთითოთ აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.