სიახლეები

საქართველო - დანია | ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დაიწყო!

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩისთვის, საქართველო - დანია, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა 25 აგვისტოს დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, tkt.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. საქართველო - დანიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, რამდენიმე დღეში დაიწყება და კონკრეტულ თარიღს გულშემატკივარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის საშუალებით შეიტყობს.

? ბილეთის შესაძენად გადადით - ბმულზე

საქართველოსა და დანიის ეროვნული გუნდების მატჩი 8 სექტემბერს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება.

⚠ გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრის ყველა ბილეთზე, მითითებულია კონკრეტული შესასვლელი - გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული სტადიონის კარი.