სიახლეები

ქალთა შორის საქართველოს თასი ლანჩხუთის "ლანჩხუთმა" მოიგო!

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

23 აგვისტოს, ქალთა შორის საქართველოს თასის ფინალი გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს თბილისის “ნიკე” და ლანჩხუთის “ლანჩხუთი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორმხრივი შეტევით წარიმართა და ლანჩხუთელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ანგარიში სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე “ლანჩხუთის” თავდამსხმელმა თამრიკო სალუქვაძემ გახსნა. რევაზ კუკულაძის გუნდმა სხვაობის ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება მეორე ტაიმში მოახერხა, 65-ე წუთზე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ნინო გუჯაბიძემ გაიტანა. “ნიკემ” ბოლომდე იბრძოლა, მატჩის მიწურულს სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 88-ე წუთზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი ლიზი მწყერაშვილის ანგარიშზეა.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მატჩის საუკეთესო მოთამაშეს და გუნდებს კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს. საქართველოს თასის გადამწყვეტი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ, “ლანჩხუთის” თავდამსხმელი, თამრიკო სალუქვაძე დასახელდა.

ნიკე 1:2 ლანჩხუთი

თბილისი, მიხეილ მესხი 2

ნიკე: მიკლაშევიჩი, ქადაგიშვილი, პასიკაშვილი, ნარსია, დანელია, ეჯიბია (66' აკობიძე), ხანდაზიანი, მწყერაშვილი, ჯოჯუა, ბოლქვაძე (28' ბებია), ბაბაიანი

სათადარიგო შემადგენლობა: ქირაქი, ხუციშვილი, სირაძე

მთავარი მწვრთნელი: გივი კვარაცხელია

ლანჩხუთი: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ალელიშვილი, ხაბურზანია (90+1' რომანჩუკი), სალუქვაძე (67' დიმოპულო), დანელია, გასვიანი, წოწერია (54' გუჯაბიძე), ჭყონია, კალანდაძე, თოდაძე

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, თავდიშვილი, გოგეშვილი, მიქელაძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე

მსაჯები: ალეკო აფციაური, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, სოფიკო რიჟამაძე

გაფრთხილება: 44’ პასიკაშვილი (ნიკე), 45+2’ წოწერია (ლანჩხუთი), 66’ დანელია (ნიკე), 74’ ჭყონია (ლანჩხუთი), 90+4’ აკობიძე (ნიკე)

გაძევება: 73’ ბაბაიანი (ნიკე)

გოლები: 0:1 სალუქვაძე (3) 0:2 გუჯაბიძე (65), 1:2 მწყერაშვილი (88)