სიახლეები

21 აგვისტოს სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

21 აგვისტოს 11:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების დებულებებში ცვლილებები;

2. საფეხბურთო კლუბებში იურიდიული პირის ცვლილება;

3. მუდმივმოქმედი სამსაჯო კომიტეტის წევრების დამტკიცება;

4. სხვადასხვა.