საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე მეორე მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც დიდი ანგარიშით იმარჯვა. მოლდოვასთან 4:0 მოგების შემდეგ დღეს ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა 3:0 სძლია ბოსნიას.
ჩვენი გუნდი 6 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო შეხვედრას 22 აგვისტოს მასპინძელ ლიეტუვასთან ჩაატარებს.
ბოსნიელებთან გოლებით ხაბულიანი (ორჯერ) და გოჩიაშვილი გამოირჩნენ, შემადგენლობა კი ასეთი იყო:
ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, გოგებაშვილი, პირტახია, გეგიაძე, ლაცაბიძე, ხიმშიაშვილი, ოჩიგავა, წულუკიძე, თოდუა, ხაბულიანი.
შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, ჯანაშია, ბაგრატიონი, გრიგალაშვილი, ჭელიშვილი, ნოზაძე, ლაბაძე, გოჩიაშვილი.