5 აგვისტოს დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მე-9 მოდულის დასკვნითი ერთდღიანი სემინარი გაიმართა სადაც მეცხრე მოდულის ფარგლებში მიღებული პრაქტიკული სწავლება შეაჯამეს.
შეგახსენებთ, რომ კურსანტები, უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მეცხრე მოდულის კურსანტები უეფას ექსპერტის გენადი სკურტულის ხელძღვანელობით, უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩებს დაესწრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციებს, დაესწრნენ მიმდინარე მატჩებს და შესაბამისის ტექნიკური-ტაქტიკური ანალიზი მოამზადეს. შემაჯამებელ შეხვედრას 20 მონაწილე ესწრებოდა.
სასწავლო პროგრამა სულ 12 მოდულისგან შედგება, რომელიც 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდება.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.