სიახლეები

C ლიცენზიის მწვრთნელთა გადამზადების კურსების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

ამბროლაურის ახალ საფეხბურთო მოედანზე ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსების სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონების წარმომადგენლებს ლიცენზიები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებთან ერთად გადასცეს.

ორდღიან სწავლებაში, რომელშიც მონაწილეობა ორი რეგიონის 58-მა მწვრთნელმა მიიღო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. გადამზადების შედეგად თითოეულ მათგანს უეფას C კატეგორიის ლიცენზია გადაეცა, რაც მათ საშუალებას მისცემს ევროპის მასშტაბით იმუშავონ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კურსი სფფ-ს სპორტულ-ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებითა და  ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.