სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული იწყება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

4 ივლისს, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის კურსის მეორე მოდულის სწავლება დაიწყება. სასწავლო პროცესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის აღნიშნულ მოდულს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მწვრთნელთა განათლების ფუტსალის ექსპერტთა ჯგუფის წევრი დუშან მატიჩი გაუძღვება.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის „B“ ლიცენზიის კურსმა სტარტი 28 მაისს აიღო. მიმდინარე კურსზე 12 მსმენელი ირიცხება.