სიახლეები

ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი „ნიკე“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

7-13 აგვისტოს ჩათვლის, სლოვენიაში უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი გაიმართება. ნიონში, 21 ივნისს გამართული წილისყრის შემდეგ, ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“ მე-3 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები, მასპინძელი სლოვენიის „პომურიე ბელტინჩი", შოტლანდიურ „ჰიბერნიან ლეიდიზი" და უელსის „კარდიფ მეტი" იქნებიან.

ნინო პასიკაშვილი („ნიკე“, მოთამაშე-მწვრთნელი): “ჩემპიონთა ლიგის” მნიშვნელობა აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს გასაგები ვინც ფეხბურთში ერკვევა. ეს არის ის საფეხური, რისთვისაც თითოეული ფეხბურთელი უნდა ოცნებობდეს, იბრძოდეს და ენერგიას არ ზოგავდეს ქვეყნის ჩემპიონატის შემდეგ.

მნიშვნელოვანი მოვლებაა “ნიკესათვის” რადგან კლუბი ერთი წლის არის და ევრო ასპარეზზე, კარგი ისტორიით გვინდა დაწყება. შიდა ჩემპიონატში წაუგებელი სერიით ვასპარეზობთ და უეფა-ს ამ საკლუბო ტურნირის კარგი შედეგით დასრულება გვსურს, რთული იქნება მაგრამ ძალას არ დავიშურებთ.“

2019-2020 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის სურვილი უეფა-ს წევრი ქვეყნების რეკორდულმა რაოდენობამ, 50 ქვეყნის 62 გუნდმა გამოთქვა. მამაკაცთა შორის უეფა-ს საკლუბო ტურნირებისგან განსხვავებით, ქალთა ჩემპიონთა ლიგა ძირითად ბადემდე ჯგუფურ საკვალიფიკაციო ეტაპს ატარებს. „ნიკემდე“, ორი წელი აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ორგზის ჩემპიონმა „მართვემ“ ითამაშა, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.