სიახლეები

საქართველო 2:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 64-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ გახსნა. ამ მომენტიდან ზუსტად ოთხ წუთში, ჭიჭინაძემ პენალტი შეასრულა ზუსტად და სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე სტუმრებმა დააფიქსირეს, თათია გაბუნიას კარი შაჰიდ ალზარკანმა აიღო.

საქართველო 2:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები

თბილისი, დავით პეტრიაშვილი არენა

საქართველო: გაბუნია, ქადაქიშვილი, პასიკაშვილი, კალანდაძე, ბაქრაძე (55’ ბოლქვაძე), ჭიჭინაძე, ჭყონია, დანელია (82’ კულდონაშვილი), ხაბურზანია (46’ ეპიტაშვილი), სუთიძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, დიმოპულუ, წოწერია, პოღოსიანი, სალუქვაძე, ჩხარტიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

არაბთა გაერთიანებული საამიროები: ალმანსური, ალშეჰი, ამინა, რაშიდი, შ. ალზარკანი, ბუდებსი (66’ ა. ალჰამადი), ა. ალზარკანი (90+1’ ბინფაჰადი), ნ. ალადვანი, რ. ალჰამადი, ჯუმა, ალმჰერი (90+5’ ალნუბი)

სათადარიგო შემადგენლობა: ვალიდი, ა. ალადვანი, ალჯასმი, ალბლუში, აბდელ აზიზი, ვაელი

მთავარი მწვრთნელი: ურია ჰუსეინ ტაჰერი

მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ალეკო აფციაური

გაფრთხილება: 45+1’ ჭიჭინაძე, 52’ ჯუმა, 62’ შ. ალზარკანი, 67’ რაშიდი, 70’ ნ. ალადვანი

გოლები: 1:0 ჭიჭინაძე (64), 2:0 ჭიჭინაძე (პენ) (67), 2:1 შ. ალზარკანი (78)

14 ივნისს, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალთა ეროვნული ნაკრებების პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი სტუმრად ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის ჩანაწერი