სიახლეები

საქართველო 5:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

14 ივნისს, “დავით პეტრიაშვილი არენაზე” საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით - 5:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან დუბლი ხატია ჭყონიამ შეასრულა, თითო გოლი კი, თეონა ბაქრაძემ, ლელა ჭიჭინაძემ და თამრიკო სალუქვაძემ გაიტანეს.

საქართველო 5:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები

თბილისი, დავით პეტრიაშვილი არენა

საქართველო: სუხაშვილი, ქადაქიშვილი (85’ დიმოპულუ), პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი (46’ კალანდაძე), ბაქრაძე (76’ სალუქვაძე), ჭიჭინაძე (76’ პოღოსიანი), ჭყონია (76’ წოწერია), დანელია (82’ კულდონაშვილი), ხაბურზანია (46’ ეპიტაშვილი), სუთიძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: გაბუნია, ბოლქვაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

არაბთა გაერთიანებული საამიროები: ალმანსური, ალშეჰი, ა. ალადვანი (55’ ა. ალაჰმადი), ამინა, რაშიდი, შ. ალზარკანი, ნ. ალადვანი (66’ აბდელ აზიზი), ა. ალზარკანი, ვაელი (46’ ბუდებსი), რ. ალჰამადი, ჯუმა (89’ ალბლუში)

სათადარიგო შემადგენლობა: ვალიდი, ბინფაჰადი, ალნუბი, ალჯასმი, ალმჰერი, ალ მესმარი

მთავარი მწვრთნელი: ურია ჰუსეინ ტაჰერი

მსაჯები: ირაკლი კვირიკაშვილი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ირაკლი ქარსელაძე

გაფრთხილება: 73’ პასიკაშვილი, 87’ ალმანსური

გოლები: 1:0 ბაქრაძე (7), 2:0 ჭყონია (13), 3:0 ჭყონია (47), 3:1 რაუხი (ს.კ) (50), 4:1 ჭიჭინაძე (64), 5:1 სალუქვაძე (90+1)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების პროცესში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 17 ივნისს გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და მას “დავით პეტრიაშვილი არენა” უმასპინძლებს, დასწრება თავისუფალია.

მატჩის ჩანაწერი