სიახლეები

საქართველოს ქალთა ლიგას პირველი წრის შემდეგ, „ნიკე“ ლიდერობს

გაუზიარე
  • „ნიკეს“ მოთამაშე-მწვრთნელი, ნინო პასიკაშვილი მე-9 ტურის ჰეთ-თრიქის შემდეგ ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა
  • თამრიკო სალუქვაძემ, „ლანჩხუთიდან“, ამ ტურში  5 გოლი გაიტანა
  • ნინო სუთიძე სათამაშოდ უკრაინის ჩემპიონ გუნდში გადავიდა

ქალთა ლიგის გათამაშების მე-9 ტურის შეხვედრები 7 და 9 ივნისს ჩატარდა. ტურის ცენტრალური  მატჩი ხობში, 7 ივნისს გაიმართა.

გუნდების სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივი „კოლხეთისა“ და „ნიკეს“ შეხვედრა დაძაბული უნდა გამომდგარიყო. თუმცა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა სათამაშო უპირატესობა მალევე ხელთ იგდო და ნათია დანელიას, ანასტასია ბოლქვაძისა და სოფიკო ნარსიას გოლების წყალობით, პირველი ტაიმის შემდეგ 0-3 დაწინაურდა.

მასპინძლები, „ნიკესაგან“ მსგავს წინააღმდეგობას ელოდნენ. თბილისელთა უპირატესობით წარიმართა შეხვედრის მეორე ტაიმიც. „ნიკეს“ მთამაშე მწვრთნელმა, ნინო პასიკაშვილმა 50-ე წუთზე საკუთარი გუნდი კიდევ ერთი გოლით დააწინაურა. ოდნავ მოგვიანებთ, მან კიდევ ორი გოლი გაიტანა და 9 ტურის შემდეგ, 17 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში. სხვათა შორის, აღნიშნულ  დავას, გამოეთიშა „ნიკეს“ უკვე ყოფილი მოთამაშე ნინო სუთიძე. საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა უკრაინულ კლუბთან, „ჟილსტროი-1“-თან მოაწერა ხელი და მომდევნო სეზონს იქ ითამაშებს. ისევე, როგორც „ნიკე“, ხარკოვის კლუბიც ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ხობში გამართულ შეხვედრას, ის თბილისელთა გამარჯვებით 0-10 დასრულდა. პასიკაშვილის ჰეთ-თრიქის გარდა, ამ დღეს, პოკერი გააკეთა ანასტასია ბოლქვაძემ.

7 ივნისს, ქალთა ლიგის გათამაშების მეორე ადგილოსანმა „ლანჩხუთმა“ სახლში, ჩემპიონატის დებიუტანტი „ზარზმა“ 8-0 დაამარცხა. გათამაშების წინა, დაძაბული მე-8 ტურის შემდეგ, რომელშიც გურულები „ნიკესთან“ მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდნენ, ამ ტურში, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა, არ გასჭირვებიათ სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანის დამარცხება. ამ შეხვედრაში ანგარიში თამრიკო სალუქვაძემ გახსნა, რომელმაც საერთო ჯამში, „ზარზმას“ კარში 5 გოლი გაიტანა და ახლა ბომბარდირთა დავაში 14 გატანილი გოლით ლიდერებს მიუახლოვდა.

ამ დღეს, ტურის კიდევ ერთი მატჩი, თბილისში, „შატილის“ სტადიონზე გაიმართა. „ნორჩმა დინამომ“, ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. გოლი, „სამეგრელოს“ კარში, პირველ ტაიმში, მე-12 წუთზე გავიდა. გოლის გატანიდან რამდენიმე წუთში მისი ავტორი, მარიამ მოდრეკილაძე ტრავმის გამო შეცვალეს. შეხვედრა კი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, გოლი ამ თამაშში აღარ გასულა.

აღნიშნული ტური, დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა ორმა ფეხბურთელმა, ხობის „კოლხეთიდან“ ლანა ჯიქიამ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ წევრმა, ანა გაბედავამ. ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში, ჩხოროწყუს „სამეგრელოსა“ და ხობის „კოლხეთის“ მატჩის დასრულების შემდეგ, მომხდარი ინციდენტის გამო, ფეხბურთელებს, სადისციპლინო  საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა 3-3 მატჩით დასაჯა.  კლუბები კი,  200-200 ლარით დააჯარიმა.

მე-9 ტურის ბოლო 2 შეხვედრა კი, 9 ივნისს, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა.

ანგისას ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, „დინამო ბათუმის“ ქალთა გუნდმა ანგარიშით 6-3, ხაშურის „ივერიას“ დამარცხება შესძლო. ამ შეხვედრამდე დინამოელები, სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე საფეხურზე იმყოფებოდნენ, ამდენად, ცხრილში პოზიციის გასაუმჯობესებლად, მათ ხაშურელებთან, მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს. შეხვედრის პირველი ტაიმი 2-2 დასრულდა.  ანგარიში მე-14 წუთზე ლინდა ანთაძემ გახსნა, კიდევ 6 წუთში, შავიზღვისპირელები მეორე ანთაძემ, დარინამ დააწინაურა. თუმცა, 4-წუთიან მონაკვეთში ხაშურელებმა ირმა ლომიძემ (პენალტით) და ნინო ბუხსიკიძემ ორი გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. შეხვედრა, მეორე ტაიმიც თანაბარ ორთაბრძოლაში გაგრძელდა, თუმცა, მატჩის ამ მონაკვეთში დაწინაურება სტუმრებმა მოახერხეს, ნინო ხარაიშვილმა 50-ე წუთზე „ივერია“ წინ გაიყვანა, 2-3. სამიოდე წუთში კი, გვანცა დოლიძემ, ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მოახერხა, 3-3. ამ დაპირისპირებაში, ლიდერი კიდევ ერთხელ და როგორც გაირკვა საბოლოოდ შეიცვალა. ივერიელთა ავტოგოლის წყალობით, ბათუმელები ჯერ დაწინაურდნენ, შეხვედრის დასრულებამდე კი, კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხეს.

საფეხბურთო კლუბის ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ქუთაისის ქალთა გუნდი „მართვე“, „გორი იუნაიტედს“ დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა სწრაფი გოლით გახსნეს. მე-4 წუთზე, გორელები ნინო ჯანეზაშვილმა დააწინაურა. თუმცა, ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა ამ მატჩში, როდესაც, ქუთათურებმა შეცდომა დაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი 0-1 დასრულდა, მასპინძლებმა მეორე ნახევარში თამაშის შემობრუნება მოახერხეს და მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანეს. „მართვემ“, ანგარიში გათანაბრება, მხოლოდ, 71-ე წუთზე შესძლო. გოლი, ქუთაისელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა ანა სინატაშვილმა გაიტანა. კიდევ 4 წუთში, 75-ე წუთზე, გორელთა კარი უკვე თეონა სტურუამ აიღო და მასპინძლები დააწინაურა. 84-ე წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულმა ეკატერინე ჩირგაძემ, გორელთა კარში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3-1. ამ გამარჯვებით, ქუთაისელებმა, ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშების პირველი წრის ბოლო ტურში, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს და ახლა, სატურნირო ცხრილში, მათთვის უჩვეულოდ, მე-3 საფეხურზე არიან და ჩემპიონის ტიტულის დასაბრუნებლად ბრძოლას აგრძელებენ.

ქალთა ლიგის გათამაშებაში ახლა შესვენებაა. მეორე წრე კი, 21 ივნისიდან დაიწყება.

პირველი წრე, IX ტური

ქსკ კოლხეთი  – ქსკ ნიკე 0-10 (0-3)

ხობი, ცენტრალური სტადიონი, 17:00

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, თამთა კემულარია, თამარ სვანიძე, მარიამ ვაშაკიძე, თათია ჟიშქარიანი, მარი ჯანჯარია, სალომე თოდუა, ნატა კვირკვაია, მარიამ გოროზია, მანანა ვაშაკიძე,  მარიამ გაგუა (75)

შეცვლა: 75 მაკრინე ლომაია

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია

ქსკ ნიკე: მარიამ კომლაძე, ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, მეგი ეჯიბია, ანა ჯოჯუა, ზეინებ ქარონი (46’), მაიკო ბებია, სოფიკო ნარსია, გვანცა ქადაგიშვილი, ანასტასია ბოლქვაძე, ლალო ბაბაიანი (61’)

შეცვლა: 46’ ამალია ხანდაზიანი,  62’ მარიამ ფეროიანი

მთავარი მწვრთნელი: გივი კვარაცხელია

გოლები: 10’/85’ ნათია დანელია, 21’/54’/69’/80’ ანასტასია ბოლქვაძე, 28’ სოფიკო ნარსია, 50’/73’/76’ ნინო პასიკაშვილი

მსაჯები: ბექა ქევანიშვილი, კობა სადილიანი, გოჩა რუსიშვილი (ყველა ქუთაისი)

ქსკ ლანჩხუთი – ქსკ ზარზმა 8-0 (2-0)

ჩიბათი, „ცენტრალური სტადიონი“, 12:00

ქსკ ლანჩხუთი:  თათია გაბუნია, ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი, ირინა ხაბურზანია (70’), თამუნა თავდიშვილი, თამრიკო სალუქვაძე, მარიამ გოგეშვილი (80’), მარიამ რომანჩუკი (59’), სალომე გასვიანი (80’), მარიამ კალანდაძე

შეცვლა: 59’ ინგა მიქელაძე, 70’ ანა გობრონიძე, 80’- მარიამ ფუტკარაძე, სალომე სანიკიძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე

ქსკ ზარზმა: ეკა თაბაგარი, თინათინ ბლუაშვილი (63’), ნათია კურტანიძე, ქეთევან ხარაიშვილი, ბილა ზაზაძე, სოფიკო დევნოსაძე (59’), მარიამ ტყემალაძე, ნილა ბლუაშვილი, ანი კვახაჯელიძე, ანა ბებნაძე, მარიამ ოთანაძე

შეცვლები: 59’ ქეთევან ასპანიძე, 63’ როზა ოთანაძე

მთავარი მწვრთნელი: ოთარ მაისურაძე

გოლები: 15’/ 42’/ 49’/ 53’/ 64’ თამრიკო სალუქვაძე,  51’ ირინა ხაბურზანია, 55’ მარიამ რომანჩუკი, 61’ მარიამ კალანდაძე

მსაჯები: ვახტანგ ბასილაია (ზუგდიდი), გოჩა კუპრინი, სოფიკო რიჟამაძე (ორივე ბათუმი)

ქსკ ნორჩი დინამო –  ქსკ სამეგრელო 1-0 (1-0)

თბილისი, „შატილის“ სტადიონი: 17:00

ქსკ ნორჩი დინამო: ანა ვაშაყმაძე, ანი მინაძე, ელენე რაუხი, ნინო გურიელიძე, მეგი გოცირიძე, ანი ძაძუა (78’), ელენე კახნიაშვილი, ნადეჟდა ნაკვეთაური, ეკატერინე ხარაიშვილი (90’+2), მარი ბეგიაშვილი (46’), მარიამ მოდრეკილაძე (25’)

შეცვლა: 25’ ნინო ჭუჭულაშვილი,  46’ ქეთევან სუხიაშვილი, 78’ ანა მოზაიძე,  90’+2 მარინა გასუმოვა

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

ქსკ სამეგრელო:  ლიკა მარკოიძე, გვანცა პაპასკირი, სოფო კვარაცხელია, თამარ მოდებაძე, ნინო ჩანგელია, ქეთი ქოქოლაძე, ევლინა მანჯგალაძე, მარინე კახიძე, სალომე ლაგვილავა, თამარ ახალაია, ანა კირვალიძე

მთავარი მწვრთნელი: ბადრი თოდუა

გოლები: 12’ მარიამ მოდრეკილაძე

გაფრთხილება: 5’ გვანცა პაპასკირი, 57’ ეკატერინე ხარაიშვილი, 59’ სალომე ლაგვილავა

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), ქეთევან გაიპარაშვილი (თელავი), მზევინარ შარაშანიძე (ოზურგეთი)

ქსკ დინამო ბათუმი –  ქსკ ივერია 6 -3 (2-2)

ბათუმი, „ანგისას ბაზა“ 12:00

ქსკ დინამო  ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, დარინა ანთაძე, ანა ჯიბლაძე (75), ლინდა ანთაძე, თამრიკო ყურაშვილი, ნათია თავართქილაძე (39’), მარიამ ართმელიძე, ლიზი დიასამიძე, თათია შაინიძე, ლიკა აბაშიძე (69’), გვანცა დოლიძე

შეცვლა: 39’ დარინა სელიმბა,  69’ ხატია აბაშიძე, 75’ ნანა ძნელაძე

მთავარი მწვრთნელი: ბაჩანა აბაშიძე

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, მარიამ მეტრეველი (50’), მარიამ დოიჯაშვილი, ნინო გულიაშვილი, ნინო ხარაზიშვილი, ელენე ენჯიბაძე (79’), ნატო მაზიაშვილი, ლალი გორგაძე, ნინო ბუხსიკიძე (60’),  ირმა ლომიძე, მარიამ გელაშვილი (60’)

შეცვლები: 50’ სალომე გამრეკელი, 60’ – სალომე მულაძე, ნინო ავეტისოვი,  79’ მარიამ გრიგალაშვილი

მთავარი მწვრთნელი: თემურ კობერიძე

გოლები: 14’ ლინდა ანთაძე, 20’ დარინა ანთაძე, 33’ (პენ) ირმა ლომიძე, 37’ ნინო ბუხსიკიძე, 50’ ნინო ხარაზიშვილი, 53’ / 87’ გვანცა დოლიძე, 67’ (ავტოგოლი) ნინო ავეტისოვი, 70’ ხატია აბაშიძე

მსაჯები: ზურაბ ხოხიაშვილი (თერჯოლა), გიორგი ბაბუნაშვილი, ირიან ლაშქარეიშვილი (ორივე ქუთაისი)

ქსკ მართვე –  ქსკ გორი იუნაიტედი 3-1 (0-1)

ქუთაისი, „ტორპედოს“ ბაზა, 15:00

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია, თეონა სტურუა, მარიამ შონია, მარიამ ჟორჟოლიანი, ქეთევან ცაავა, თამთა ცაგურია, თამარ დანგაძე (46’), მარიამ ხარგელია,  ლიზი კანდელაკიშვილი (19’), ანა სინატაშვილი, თამთა შენგელია

შეცვლა: 19’ ეკატერინე ჩირგაძე, 46 ანა ჯანელიძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

ქსკ გორი იუნაიტედი: ინგა გასიევა, თამარ ბუდედაშვილი, სალომე ხუბულური, თამარ ახობაძე, იზოლდა ბეთლემიშვილი (46’), მარი მელაძე (87’), ეთერ სულაშვილი, ნინო ფერაძე, მარიამ კილასონიძე (89’), ნატო კევლიშვილი (84’), ნინო ჯანეზაშვილი

შეცვლა: 46’ თეონა ნებიერიძე, 84’ თიკო კუპრავა, 87’ ლანა ომაძე, 89’ ანა ჩოხელი

მთავარი მწვრთნელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვო

გოლები: 4’ ნინო ჯანეზაშვილი, 71’ ანა სინატაშვილი, 75’ თეონა სტურუა, 84’ ეკატერინე ჩირგაძე

მსაჯები: მამუკა სადილიანი, ვიკა სახურია, რუსუდან კეკიშვილი (ყველა თბილისი)