საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად რუმინეთთან და 4:2 გაიმარჯვა. ამგვარად, რამაზ სვანაძის გუნდმა სრულფასოვანი რევანში აიღო პირველ მატჩში 0:1 მარცხისთვის.
ჩვენი ნაკრებიდან გოლებით ირაკლი აზაროვი, გიორგი გაგუა, დავით ლორთქიფანიძე და გიორგი გულიაშვილი გამოირჩნენ. შემადგენლობა კი ასეთი იყო:
კუტალაძე, სამსონია, ჯანგიძე, კალანდაძე, აზაროვი, აწყურელი, მესიაჩენკო, მექვაბიშვილი, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, ხარაიშვილი, ლორთქიფანიძე, გაგუა, ჭავჭანიძე, გაგნიძე.