სიახლეები

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში - სასემინარო ნაწილი დასრულდა

სფფ
გაუზიარე

დავით პეტრიაშვილი არენაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და GIPA-ს ერთობლივი პროექტის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ დასკვნითი მოდული გაიმართა. ოთხი დღის განმავლობაში სასწავლო კურსის მონაწილეებმა სტადიონებისა და ღონისძიებების მართვის, სფფ-ის იურისდიქციისა და მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. აღნიშნულ თემებზე სემინარები სფფ-ის სპორტული ღონისძიებების მენეჯერმა, ირაკლი ნაკაიძემ, სფფ-ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ნანა გომართელმა და პიარის სპეციალისტმა, ქეთევან გოლიაძემ ჩაატარეს.

სემინარი თეორიულ სწავლებასთან ერთად ჯგუფურ სამუშაოებს მოიცავს.

აღნიშნული მოდულებით საგანმანათლებლო პროექტის სასემინარო ნაწილი დასრულდა. მონაწილეები ამჟამად სწავლებას დისტანციური მეთოდით განაგრძობენ და 18-19 ივლისს დასკვნით გამოცდას ჩააბარებენ.