სიახლეები

საქართველო - გიბრალტარი | 6 ივნისის განრიგი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მესამე ოფიციალური მატჩისთვის 26 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში მყოფი რამდენიმე მოთამაშე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მათ შორის სოლომონ კვერკველია, გიორგი ნავალოვსკი და გიორგი პაპუნაშვილი. გიორგი აბურჯანია,რომელიც საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა,  ნაკრებს უკვე შეუერთდა და დღეს  სრული დატვირთვით ივარჯიშა. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს კი, საქართველოს ნაკრები კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი გიბრალტარისა და დანიის საფეხბურთო ნაკრებებთან შეხვედრისთვის მზადებაზე საუბრობს:

„გასული სეზონი ჩემთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით სეზონის დასკვნითი ნაწილი. გიბრალტარი და დანია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გუნდები არიან. გიბრალტარს სახლში ვეთამაშებით და სამი ქულის მოპოვება აუცილებელია, მითუმეტეს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის ორ შეხვედრაში დავმარცხდით. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტოქე დავაფასოთ და მატჩისთვის სრული კონცენტრაციით მოვემზადოთ.

რაც შეეხება დანიას, ვფიქრობ, რომ ის ძალიან რთული მეტოქეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დანიელთა წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოპტიმალური შემადგენლობით თამაშს ვერ ვახერხებთ და თითქმის ყველა შეკრებაზე ორი ან სამი ფეხბურთელი გვაკლდება. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვფიქრობ, რომ გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც დანაკლისს შეავსებენ და გულშემატკივარს კარგ თამაშს უჩვენებენ.“

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციების მიღება შესაძლებელია 6 ივნისს, 9:30-დან 16 საათამდე დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში.

6 ივნისის განრიგი

10:00 გიბრალტარის ნაკრების ვარჯიში (დინამო არენა)
12:15 გიბრალტარის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (დინამო არენა)
13:00 საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (დინამო არენა) 
18:00 საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში (ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა)

ყურადღება: ვარჯიშების გადაღება შესაძლებელია საწყისი 15 წუთის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პრესსამსახურს.