სიახლეები

უეფას ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

სფფ
გაუზიარე

4 ივნისს, 89 წლის ასაკში უეფას ყოფილი პრეზიდენტი და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ერთერთი დამფუძნებელი ლენარტ იოჰანსონი გარდაიცვალა. ლენარტ იოჰანსონი უეფას პრეზიდენტად 1990 წელს აირჩიეს. შვედი საფეხბურთო მოღვაწე ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და თანადგომას უცხადებს იოჰანსონის ოჯახსა და კოლეგებს.