სიახლეები

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი საქველმოქმედო მატჩით აღინიშნა

სფფ
გაუზიარე

31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებით და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ გუნდს ''Football Legends - Georgian XI'' და შვედი დიპლომატებით, პოლიტიკოსებითა და ბიზნესმენებით დაკომპლექტებულ სამოყვარულო გუნდს ''Swedish Brussels Euroleague Team'' შორის ამხანაგური, საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა. მატჩი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს და შვედურ-ქართულ მეგობრობას მიეძღვნა.
მატჩამდე საზოგადოებას საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართეს.

ამხანაგური შეხვედრა ქართული გუნდის გამარჯვებით 6:1 დასრულდა. ''Football Legends - Georgian XI'' შემადგენლობიდან სამი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, თითო გოლი ლევან კობიაშვილის, ირაკლი აბუსერიძის და დავით სირაძის ანგარიშზეა. შვედური გუნდის მხრიდან გოლის ავტორი ბენჟამინ კლარჰოლმი გახდა.

Football Legends - Georgian XI - Swedish Brussels Euroleague Team 6:1

Football Legends - Georgian XI: ზოიძე, სილაგაძე, სალუქვაძე, კალაძე, მაჭავარიანი, კობიაშვილი, კვირკველია, ზალკანიანი, ცქიტიშვილი, ყაველაშვილი, აბუსერიძე, ლობჟანიძე, სირაძე, მარცვალაძე, დემეტრაძე, გუჩუა, გახოკიძე, კვარაცხელია, წულუკიძე

Swedish Brussels Euroleague Team: ბასი, შარცი, მაგნუსონი, გერსეტი, ნორმანი, ლიუგნბლომი, თრელი, დირნესი, თინი, კლარჰოლმი, კარლსონი, პალმკვისტი, გერგესი, აკბელი, ვოლსტრომი, ანდერსონი

გოლები: დემეტრაძე (3), აბუსერიძე, კობიაშვილი, სირაძე, კლარჰოლმი