სიახლეები

მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მორიგი კურსი დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით "დავით პეტრიაშვილი არენაზე" უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მორიგი კურსი გაიმართება. სასწავლო კურსის პირველი მოდული 3, 4 და 5 ივნისს ჩატარდება და მასში 25 ლიცენზიის მაძიებელი ჩაერთვება.

სასწავლო პროცესი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის შესაბამისად თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს და 10 თვე გაგრძელდება.

უეფას მწვრთნელთა განათლების სასწავლო კურსის მონაწილეები:

გიორგი ახალაძე, გიორგი ვარდოსანიძე, გურამ ჯაფარიძე, დავითი გელაშვილი, ვალერი გელიაშვილი, დავით შენგელია, დავით ბარამია, ირაკლი გობაძე, ოთარ მარცვალაძე, დათო კვირკველია, ნორმენ ტარტარაშვილი, ვასილ შენგელია, შოთა ბაბუნაშვილი, ნიკო კვასხვაძე, ვაჟა ქორიძე, ლაშა ჭელიძე, ოლეგ გველესიანი, გიორგი ნერგაძე, ვასილ ხაჩიძე, ნუგზარ ღამბაშიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, გიგი სამადაშვილი, გაგა სამადაშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე, გიორგი მიროტაძე.

სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მწვრთნელები უეფას მწვრთნელთა განათლების ერთ-ერთი პრესტიჟულ ლიცენზიას მიიღებენ.