სიახლეები

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა თბილისში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე,  ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა. გათამაშების დაწყებამდე გახსნის ოფიციალური ცერემონია ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტმა მატეუშ ვიდლაკმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ მიმართეს.


მატეუშ ვიდლაკი - ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი: "მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები და ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებას ვესწრები. ძალიან ვამაყობ ჩვენი ფედერაციებით, ასევე ევროპის ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციითა და იმ წინსვლით, რომელსაც ამპუტანტთა ფეხბურთმა ევროპაში ბოლო წლებში მიაღწია.

ჩვენ ვქმნით ისტორიას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად და უეფას მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ამ ღონისძიების ორგანიზება, ახალი კლუბებისა და ტურნირების ჩამოყალიბების წახალისება და ამპუტანტთა ფეხბურთში ახალი მოთამაშეების ჩართვა. ჩვენი მთავარი მიზანი განვითარებაა. ჩემპიონთა ლიგის პროექტიც ყოველწლიურად გაფართოვდება."


ნიკოლოზ ჯღარკავა - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი: "ჩვენი ფედერაციისთვის, ფეხბურთის მოყვარულებისთვის, 25 მაისი გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ეს თარიღი განსაკუთრებით ემოციურია იმ მოთამაშეებისთვის, ვინც ამ ისტორიული გათამაშების მონაწილეა. დღეს ამაყია თითოეული ის ადამიანი, ვინც თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ამ გათამაშების ორგანიზებაში. მიხარია, რომ თბილისი, ჩვენი ქვეყანა, ახალი, დიდი ისტორიის ნაწილი გახდა.

დღეს, ევროპის სპორტულ რუკაზე, ჩვენი დედაქალაქი ახალი მასშტაბით დაფიქსირდა. სპორტში განსაკუთრებულ ადგილს მოტივაცია იკავებს, რომელსაც ამ შემთხვევაში ფეხბურთელები გასცემენ. მადლობა ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ფედერაციას, უეფას, რომელიც ამ მიმართულებით მუდმივად ზრდის მასშტაბს და რა თქმა უნდა, თითოეული გუნდის მოთამაშეს,რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარია."

ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის თბილისში სულ ექვი კლუბი იბრძვის: თბილისი (საქართველო), ევერტონი (დიდი ბრიტანეთი), კორკ სიტი (ირლანდია), ლეგია ვარშავა (პოლონეთი), ორტოტეკ გაზილერი (თურქეთი), დინამო ალტაი (რუსეთი).

პირველი სათამაშო დღე:

თბილისი - დინამო ალტაი 1:6

თბილისი: ჩადუნელი,სამხარაძე,ჩაჩანიძე,შატვეროვი,მუმლაძე,შაუმიანი,ბაბუციძე.

სათადარიგო:უჩავა,გელაშვილი,დუმბაძე,ორობინსკი,მეგრელიშვილი,გოგიტიძე.

მთავარი მწვრთნელი: თამაზ შამუგია

დინამო: ოშეპკოვი, კრივოლუცკი,შუკუროვი,ჟილინი,აბდურახმანოვი. გოტოვსკი,

სათადარიგო: ტელუხი, მოშკინი, ასტაპენკო, კინაკინი.

მთავარი მწვრთნელი: სერგეი კვასოვი

გოლები: შატვეროვი (7) - აბდურახმანოვი (4,11), ოდოლოვი (12,23,25), კინაკინი (49)

ევერტონი - ლეგია 1:2

ევერტონი: გრეისი, ჯონსონი, ჰილდი, ტვიდი, ოკი, რამსდენი, სეპტონი.

სათადარიგო: მიჩელი, ბრიტლსი, რაიმსი, ვოლფენდენი

მთავარი მწვრთნელი: მარკ დოლანი

ლეგია: პოპლავსკი, ბამგბოპა, კოზუჩი, სტანეცკი, კრშჟიშეკი, კაბალა, კუსინსკი.

სათადარიგო: ზდზიბორსკი, ვიკროტა, ზებროვსკი, კლესნიაკი, კარშევსკი.

მთავარი მწვრთნელი: მატეუშ სჩეპანიაკი

გოლები: ჯონსონი (14) - სტანეცკი (37) - კოზუჩკი (44)

დინამო ალტაი - კორკ სიტი 3:0

დინამო ალტაი: ოშეპკოვი, უპოლოვი, გოტოვსკი, შუკუროვი, ჟილინი, აბდურახმანოვი, კრივოლუცკი.

სათადარიგო: ასტაპენკო, მოშკინი, კინაკინი, ტელუქსი.

მთავარი მწვრთნელი: სერგეი კვასოვი

კორკ სიტი: დაფი, საუნდერსი, შ. მერფი, კეჰილეინი, ო' რურკი, მაკევოი, რ. მერფი.

სათადარიგო: კორქერი, ჰოი, ბლაგი, ჰიკი.

მთავარი მწვრთნელი: კრისტოფერ მაკდერმოტი

გოლები: სილინი (9) - შუკუროვი (33) - უდოლოვი (42)

ლეგია - ორტოტეკ გაზილერი 0:5

ლეგია: პოპლავსკი, ბამგბოპა, კოზუჩი, სტანეცკი, კრშჟიშეკი, კაბალა, კუსინსკი.

სათადარიგო: ზდზიბორსკი, ვიკროტა, ზებროვსკი, კლესნიაკი, კარშევსკი.

მთავარი მწვრთნელი: მატეუშ სჩეპანიაკი

ორტოტეკ გაზილერი: არსლანი, კარაასლანი, ედინჩი, კურუიამაჯი, უჩენე, კაია, მუტაევი.

სათადარიგო შემადგენლობა: ტასტანი, გულესი, ბოზკუსი, კეიო, საღლამი.

მთავარი მწვრთნელი: ისმაილ თემიზი

გოლები: კაია (18, 21, 24) - ბოზკუსი (34) - ტასტანი (40) 

თბილისი - კორკ სიტი 0:0

თბილისი: მეგრელიშვილი, სამხარაძე, ჩაჩანიძე, შატვეროვი, შაუმიანი, ბაბუციძე, გოგიტიძე.

სათადარიგო: ჩადუნელი, უჩავა, გელაშვილი, დუმბაძე, მუმლაძე, ორობინსკი.

მთავარი მწვრთნელი: თამაზ შამუგია

კორკ სიტი: დაფი, საუნდერსი, შ. მერფი, კეჰილეინი, ო' რურკი, მაკევოი, რ. მერფი.

სათადარიგო: კორქერი, ჰოი, ბლაგი, ჰიკი.

მთავარი მწვრთნელი: კრისტოფერ მაკდერმოტი

ევერტონი - ორტოტეკ გაზილერი 0:7

ევერტონი: მიჩელი, ჯონსონი, ჰილდი, ტვიდი, ოკი, რამსდენი, ვოლფენდენი.

სათადარიგო: გრეისი, ბრიტლსი, რაიმსი, სეპტონი.

მთავარი მწვრთნელი: მარკ დოლანი

ორტოტეკ გაზილერი: არსლანი, კარაასლანი, ედინჩი, კურუიამაჯი, უჩენე, კაია,  გულესი.

სათადარიგო შემადგენლობა: ტასტანი, ბოზკუსი, კეიო, საღლამი, მუტაევი.

მთავარი მწვრთნელი: ისმაილ თემიზი

გოლები: კურუიამაჯი (4), კაია (5), გულეში (32, 35), ბოზკუსი (37, 46), უჩენე (50)

ტურნირის ფინალური დღის განრიგი:

26 მაისი
10:00
პირველი ნახევარფინალი | ლეგია - დინამო ალტაი 
11:30 მეორე ნახევარფინალი | ორტოტეკ გაზილერი - კორკ სიტი
13:00 მატჩი მეხუთე ადგილისთვის | თბილისი - ევერტონი
14:30 მატჩი მესამე ადგილისთვის
16:00 ყველა ვარსკვლავის მატჩი
17:00 ფინალი
18:15 დახურვის ცერემონია