საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას, სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე 36 მწვრთნელს უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზია გადასცა.
მწვრთნელებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით და სამგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით, ზუგდიდში გამართული სპეციალური გადამზადების კურსები გაიარეს, რის შედეგადაც მათ ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის ნაცვლად საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია მოიპოვეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რეგიონული ფედერაციების ჩართულობით ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე მწვრთნელების გადამზადების პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი სრულიად უფასოა.