სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე მასტერ ლიგისა და მასტერ ქაფის პრეზენტაცია გაიმართება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

1 მაისს 13 საათზე, დავით პეტრიაშვილის არენაზე 7x7 ფეხბურთის ასოციაციის პროექტების მასტერ ლიგისა და მასტერ ქაფის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თბილისის მასტერ ლიგის წილისყრა.

პროექტში საქართველოს 11 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტია ჩართული. მისი მიზანი ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასთან ერთად და ქართულ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.

თბილისის მასტერ ლიგაში 20 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, გუნდების რაოდენობა 212-ს აღწევს.

7x7 ფეხბურთის ასოციაციის აღნიშნული პროექტები - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.