სიახლეები

მსაჯთა აკადემიის მესამე კურსზე სასწავლო პროცესი დაიწყო

მსაჯები
გაუზიარე

11 აპრილს, "დავით პეტრიაშვილი არენაზე" ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის საერთო საგანმანათლებლო პროექტის „მსაჯთა აკადემიის“ მესამე კურსზე სასწავლო პროცესი დაიწყო. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანი, დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ.

სფფ-ის ხელმძღვანელებმა მომავალ მსაჯებს სიტყვით მიმართეს, წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მსაჯთა აკადემიის“ მესამე კურსზე 27 კურსანტი ისწავლის, მათ შორის 8 გოგონაა. სასწავლო პროცესი 3 თვეს გასტანს და ის თეორიულთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით კურსები სრულიად უფასოა. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსანტი შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს და საშუალება ექნება სხვადასხვა რანგის საფეხბურთო მატჩები იმსაჯოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი „მსაჯთა აკადემიის“ ერთობლივ პროექტს უკვე მეორე წელია ახორციელებენ. გასული ორი სეზონის კურსდამთავრებულებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვდასხვა ლიგებში მსაჯობენ.