სიახლეები

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასის პირველი თამაში მოიგო

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები მაკედონიაში, უეფა-ს განვითარების თასის გათამაშებაში მონაწილეობს. სკოპიეში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე ქართველმა გოგონებმა სასტარტო შეხვედრაში მასპინძელი ქვეყნის, მაკედონიის 16-წლამდე ქალთა ნაკრების დამარცხება ანგარიშით, 2-3, შესძლეს.

შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს. გოლი,  მაიკო ბებიამ გაიტანა, 0-1. პირველი ტაიმის დასასრულს ქართველთა სასარგებლოდ ანგარიში ორამდე, ეთერ სულაშვილმა გაზარდა  2-0. მეორე ტაიმში, მასპინძლები ოდნავ გააქტიურდნენ და 63- წუთზე ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს, 1-2. თუმცა, 4 წუთში ეთერ სულაშვილმა კვალვ აღადგინდა ორბურთიანი უპირატესობა, 1-3. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მაკედონიელმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი გოლოს გატანა მოახერხეს, თუმცა, მეტი ვეღარ შესძლეს.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ლიკა მარკოიძე, ანა აკობიძე, თამარ სვანიძე, ანი ძაძუა,  მარი ჯანჯარია, ელენე კახნიაშვილი, მაიკო ბებია,  ნათია დანელია, ლიზი მწყერაშვილი, ეთერ სულაშვილი, მარიამ რომანჩუკი

გოლები: მაიკო ბებია  8’, ეთერ სულაშვილი 39’, 67’

უეფა-ს განვითარების თასზე სათამაშოდ, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჩხაბერიძემ შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: ანი ლომსაძე (“კოლხეთი”),  ლიკა მარკოიძე (“სამეგრელო”)

მეცველები: თამარ სვანიძე (“კოლხეთი”), ანი ძაძუა  („ნორჩი დინამო“), თამთა ცაგურია („მართვე“), მარიამ ბერაშვილი („ნიკე“), მარი ჯანჯარია (“სამეგრელო”), ანა აკობიძე („ნიკე“)

ნახევარმცველები: ნათია დანელია („ნიკე“), მაიკო ბებია („ნიკე“), მარიამ გასუმოვა („ნორჩი დინამო“), მარი ბეგიაშვილი  („ნორჩი დინამო“), ელენე კახნიაშვილი („ნორჩი დინამო“), ანი კვახაჭელიძე („ახალციხე“), მანანა ვაშაკიძე (“კოლხეთი”)

თავდამსხმელები: მარიამ რომანჩუკი („ლანჩხუთი“), ეთერ სულაშვილი („გორი-იუნაიტედი“), მარიამ მოდრეკილაძე („ნორჩი დინამო“), დიანა ბაქრაძე  (“გორი-იუნაიტედი”), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე“)

უეფა-ს განვითრების თასის ტუნირზე, 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები კიდევ 2 შეხვედრას გამართავს.  31 მარტს, საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევროპაში, ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის ნორვეგიის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ტურნირის ბოლო მატჩს, 2 აპრილს,  ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.