სიახლეები

ფუტსალი U19 | ესპანეთი 3:0 საქართველო

ფუტსალის ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა უეფას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდში გამოსვლა ესპანეთის წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრით დაასრულა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ესპანელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მეტოქემ სამივე გოლის გატანა პირველ ტაიმში მოახერხა, დუბლი გონსალვესმა შეასრულა, ერთი ბურთი კი, პარდოს ანგარიშზეა. ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებმა მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფში გამართული სამივე შეხვედრა მოიგო, 9 ქულით პირველი ადგილზე გავიდა და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ესპანეთი 3:0 საქართველო

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

ესპანეთი: ლარა, სალაზარი, გონსალვესი, ბლედა, რუისი

სათადარიგო შემადგენლობა: ოლივეროსი, სერდეირა, ალბერტი, რომერო, ორტეგა, პარდო, მოსტეირინი

მთავარი მწვრთნელი: ალბერტ ალავესი

საქართველო: დვალიშვილი, კოშაძე, ბექაური, დ. ჩადუნელი, ღავთაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ხარატიშვილი, მოგელაძე, ნადარეიშვილი, კუხიანიძე, გ. ჩადუნელი, ზუნტუროვი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

მსაჯები: ნიკოლა მანცონე (იტალია), ალეშ მოჩნიკ პერიჩი (სლოვენია), ფილიპ ნესნერა (ჩეხეთი)

გაფრთხილება: 10:29' დ. ჩადუნელი, 14:20' ალბერტი

გოლები: 1:0 გონსალვესი (06:41), 2:0 გონსალვესი (07:58), 3:0 პარდო (09:09)

ევრო 2019-ის მეინ-რაუნდის მეხეუთე ჯგუფის მეორე შეხვედრაში თურქეთის ნაკრებმა უნგრეთი, დამაჯრებელი ანგარიშით, 7:3 დაამარცხა და მოპოვებული ექვსი ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ფეხბურთელებს შორის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2019 წელს ისტორიაში პირველად ჩატარდება და მას ლატვია უმასპინძლებს. მიმდინარე წლის 8-14 სექტემბერს, "არენა რიგაზე" კონტინენტის უძლიერესი გუნდის გამოსავლენად ერთმანეთს რვა ნაკრები დაუპირისპირდება.