25 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2019-ის მეინ-რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ამჯერად თურქეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ჩვენი გუნდი ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება პირველ ტაიმში მოახერხეს. საბოლოოდ, მატჩის ბედი 34-ე წუთზე გადაწყდა, დვალიშვილის კარი აჯარმა აიღო და საკუთარ გუნდს პირველი სამი ქულა მოუტანა.
საქართველო 2:3 თურქეთი
თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“
საქართველო: დვალიშვილი, ხარატიშვილი, კოშაძე, ბექაური, ღავთაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ნადარეიშვილი, კუხიანიძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, ზუნტუროვი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
თურქეთი: ჩინარი, აიგუნი, შენი, დირაგა, ბალჯი
სათადარიგო შემადგენლობა: ტაში, შენოჯაკი, ერგული, ალტინდიში, ჩოლაკი, აჯარი, ოზკანი
მთავარი მწვრთნელი: მურატ კაია
მსაჯები: მანტას პომეცკისი (ლიეტუვა), ნიკოლა მანცონე (იტალია), ალეშ მოცნიკ პერიჩი (სლოვენია)
გაფრთხილება: 08:45’ დირაგა, 13:05’ ნადარეიშვილი, 14:06’ ბალჯი, 38:51’ გ. ჩადუნელი
გოლები: 0:1 შენი (00:15), 0:2 დირაგა (08:20), 1:2 შენოჯაკი (13:45), 2:2 ღავთაძე (18:44), 2:3 აჯარი (33:20)
ევრო 2019-ის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ესპანეთი და უნგრეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ მოპოვებული 6 ქულით, ჯგუფს სწორედ ესპანეთის 19-წლამდე ნაკრები ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლებას ჯგუფიდან ერთი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
მეინ-რაუნდის მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები 27 მარტს 19:00 საათზე, თბილსის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი, თურქეთი უნგრეთს შეხვედება.