თბილისის ოლიმპიური სასახლე, დღეიდან 27 მარტის ჩათვლით, ფუტსალის 19- წლამდე ნაკრებთა მეინ-რაუნდის შეხვედრებს მასპინძლობს. პირველი ტურის შეხვედრა ჩვენმა გუნდმა უნგრეთის წინააღმდეგ გამართა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უნგრეთის გამარჯვებით 5:2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გოლები გეგა კოშაძემ და დაჩი ჩადუნელმა გაიტანეს.
საქართველო 2:5 უნგრეთი
თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“
საქართველო: დვალიშვილი, ხარატიშვილი, კოშაძე, ბექაური, ღავთაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, მოგელაძე, ნადარეიშვილი, კუხიანიძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, ზუნტუროვი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
უნგრეთი: დოჰანი, იუჰასი, შოლტისი, ო. ფეკეტე, ტამა
სათადარიგო შემადგენლობა: გიორფი, რონაშეკი, სიპოსი, ნაგი, ტოტი, მ. ფეკეტე, გერენცსერი
მთავარი მწვრთნელი: ტამაშ ფრანკი
მსაჯები: ნიკოლა მანცონე (იტალია), ფილიპ ნესნერა (ჩეხეთი), მანტას პომეცკისი (ლიეტუვა)
გაფრთხილება: 12:28’ ო. ფეკეტე, 14:01’ რონაშეკი, 17:47’, 24:04’ იუჰასი, 29:43’ ღავთაძე
გაძევება: 24:04' იუჰასი
გოლები: 0:1 ტამა (02:38), 1:1 კოშაძე (24:47), 1:2 ფეკეტე (25:00), 2:2 დ. ჩადუნელი (28:34), 2:3 შოლტისი (35:13), 2:4 ფეკეტე (37:32), 2:5 შოლტისი (37:18)
ევრო 2019-ის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთის 19-წლამდე ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ოთხგუნდიანი ჯგუფიდან კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლებას ერთი გუნდი მოიპოვებს.
25 მარტს, მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება
14:00 უნგრეთი-ესპანეთი
17:00 საქართველო-თურქეთიმატჩებზე დასწრება თავისუფალია