სიახლეები

საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები ლაგოდეხის საფეხბურთო ბაზაზე შეიკრიბა

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

18-27 მარტის ჩათვლით, საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები ლაგოდეხში, სფფ-ს ფეხბურთის აკადემიის ბაზაზე შეკრებას გაივლის. არჩილ ჩხაბერიძის გუნდი, უეფა-ს განვითარების თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, მაკედონიაში გაიმართება. 

ქალაქ სკოპიეში დაგეგმილი ტურნირის ბოლო მოსამზადებელი პერიოდისთვის 16-წლამდე ქალთა ნაკრებში მწვრთნელებმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელეს:

მეკარეები: მარიამ როსტიაშვილი („ნორჩი დინამო“), ანი ლომსაძე (“კოლხეთი”),  ლიკა მარკოიძე (“სამეგრელო”);

მეცველები: თამარ სვანიძე (“კოლხეთი”),თამთა ცაგურია („მართვე“), მარიამ ბერაშვილი („ნიკე“), მარი ჯანჯარია (“სამეგრელო”),ბაია გოჩელაშვილი („ნიკე“), ლიკა ცუხურკაიძე („გორი-იუნაიტედი“), ანი ძაძუა  („ნორჩი დინამო“), ანა აკობიძე („ნიკე“);

ნახევარმცველები: მარიამ ცისკარიშვილი (“გორი-იუნაიტედი“),მარიამ გასუმოვა („ნორჩი დინამო“), მარი ბეგიაშვილი  („ნორჩი დინამო“), ანი კვახაჭელიძე („ახალციხე“), მანანა ვაშაკიძე (“კოლხეთი”), ნათია დანელია („ნიკე“), მაიკო ბებია („ნიკე“), ელენე კახნიაშვილი („ნორჩი დინამო“);

თავდამსხმელები: ეთერ სულაშვილი („გორი-იუნაიტედი“), მარიამ მოდრეკილაძე („ნორჩი დინამო“), დიანა ბაქრაძე  (“გორი-იუნაიტედი”), ევა მანჭარაული („გორი-იუნაიტედი“); მარიამ რომანჩუკი („ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე“).

უეფა-ს განვითარების თასის გათამაშებისთვის მოსამზადებელი პერიოდის დროს, ლაგოდეხში, უშუალოდ აღნიშნული ნაკრების მწვრთნელების არჩილ ჩხაბერიძისა და თეიმურაზ სვანაძის მეთვალყურეობის ქვეშ 18 გოგონა ივარჯიშებს. სწორედ, ამ ფეხბურთელებს შორის შეირჩევა 11 გოგონა, რომლებსაც, უშუალოდ სკოპიეს ტურნირზე, 17-წლამდე ქალთა ელიტ-რაუნდში მოასპარეზე კიდევ  7 ფეხბურთელი ( ანი ძაძუა, ანა აკობიძე, ნათია დანელია, მაიკო ბებია, ელენე კახნიაშვილი, მარიამ რომანჩუკი,  ლიზი მწყერაშვილი) დაემატება.

უეფა-ს განვითარების თასზე, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა მეტოქეები არიან ნორვეგიის, ლუქსემბურგისა და მასპინძელი მაკედონიის ნაკრებები.

აღნიშნული ტურნირისთვის პირველი მოსამზადებელი შეკრების დროს, რომელიც 1-3 მარტის ჩათვლით თბილისში გაიმართა, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ ქუთაისის „მართვესთან“ და ანგარიშით 2-1 გაიმარჯვა.