სიახლეები

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მოიგო

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ანგარიშით, 2-0 მოიგო.

სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ქალთა ნაკრებების მატჩში, გოლები მეორე ტაიმში გავიდა. თავდაპირველად, 75-ე წუთზე, ჩვენი 17-წლამდე, გუნდის კაპიტნის ნათელა წოწერიას გატანილი გოლით დაწინაურდნენ, 1-0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, კიდევ ერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ანი ძაძუამ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლევან ბაჯელიძე: „დღეს, პირველი თამაშისგან განსხვავებული მატჩი ვითამაშეთ.  გოგონები უკეთესად მოძრაობდნენ, ჩვენს მიერ მიცემული ყველა დავალება კარგად შეასრულეს და ეს, შედეგზეც აისახა. მართალია, დღევანდელი გამარჯვება ამხანაგური შეხვედრაში მოვიპოვეთ, მაგრამ ელიტ-რაუდის წინ, ფსიქოლოგიური თავლსაზრისით ეს, ძალიან კარგია და ნაკრებს, ძალიან წაადგება.

ელიტ-რაუნდისთვის მზადება 15 თებერვლიდან დავიწყეთ და შეკრებამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. მზადების პროცესში 2 ამხანაგური შეხვერდა ბელარუსში გავმართედ და ორივეში გავიმარჯვეთ. კიდევ 2 ამხანაგური სახლში, აზერბაიჯანთან ჩავატარეთ. ჯამში, მოსამზადებელ პერიოდში, 4 კარგი სპარინგი გამოგვივიდა. 21 მარტს, უკვე ელიტ-რაუნდის პირველი ოფიციალური თამაში გვაქვს, ინგლისის წინააღმდეგ. ამ მომენტისთვის გუნდი, ასე თუ ისე, კარგ კონდიციაშია. დანარჩენი იქ გამოჩნდება. საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გვიწევს თამაში“.

აზერბაიჯანის 17-წლამდე ქალთა ნაკრების წინააღმდეგ, მეორე თამაშში, ლევან ბაჯელიძემ შემდეგი შემადგენლობა დააყენა: სვეტლანა გაბელაია (ლანა მჟავია 87’), გვანცა ქადაგიშვილი, ანი აკობიძე (ელენე კახნიაშვილი 52’), ელენე რაუხი, ნინო გურიელიძე, ნათია დანელია, მეგი ეჯიბია, ლიზი მწყერაშვილი (მაიკო ბებია 74’),  ანასტასია ბოლქვაძე (ქეთევან ცაავა 68’), ანა წულაია (ანი ძაძუა 88’), ნათელა წოწერია(მარიამ რომანჩუკი 87’).

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდისთვის ბოლო მოსამზადებელი პერიოდი 9 მარტიდან დაიწყო. თბილისურ შეკრებაზე ლევან ბაჯელიძეს 20 ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული.

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია (ქსკ „ლანჩხუთი“);

მცველები: ნუცა გურიელიძე (ქსკ „ნორჩი დინამო“, თბილისი), ელენე რაუხი (ქსკ „თბილისის თბილისი“), ქეთევან ცაავა (ქსკ „მართვე“, ქუთაისი), ანა აკობიძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა ძაძუა (ქსკ „თბილისის თბილისი“);

ნახევარმცველები: ნათია დანელია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მაიკო ბებია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  ანა წულაია (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), მეგი გოცირიძე (ქსკ „თბლისის თბილისი“), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მეგი ეჯიბია (ქსკ „ნიკე, თბილისი),  ელენე კახნიაშვილი (ქსკ „ნორჩი დინამო“)

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ქსკ „ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მარიამ რომანჩუკი (ქსკ „ლანჩხუთი“), ეთერ სულაშვილი („გორი-იუნაიტედი“), მარიამ მოდრეკილაძე („ნორჩი დინამო“).

ჩვენი გოგონები 19 მარტს გამთენიისას  უნგრეთში გაემგზავრება, სადაც პირველად, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ელიტ-რაუნდში იასპარეზებს. 21-27 მარტის ჩათვლით ქართველი გოგონები ელიტ-რაუნდის  I  ჯგუფში ინგლისის, მასპინძლი უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ.

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდის თამაშებს შემდეგი თანმიმდევრობით ჩაატარებს:

21/03/2019 ინგლისი - საქართველო 
24/03/2019 საბერძნეთი - საქართველო 
27/03/2019 საქართველო - უნგრეთი