საქართველოს ფუტსალის 19 წლამდე ნაკრები, 24, 25 და 27 მარტს, თბილისში, ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის შეხვედრებს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი უნგრეთის, თურქეთისა და ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის მონაწილეობით სამივე შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. მატჩებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
15 მარტს, 18 საათზე ფუტსალის ასაკობრივი ნაკრები, ღია ვარჯიშს დიღომში მდებარე "ფრენბურთის არენაზე" გამართავს.