სიახლეები

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდის წინ ბოლო მოსამზადებელი შეკრება დაიწყო

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

9-დან 18 მარტის ჩათვლით, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის 2018-2019 წლების ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ბოლო, მოსამზადებელ შეკრებას თბილისში გადის. ლევან ბაჯელიძის გუნდი, აღნიშნული შეკრების დროს ორ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს აზერბაიჯანის 17-წლამდე ქალთა ნაკრების წინააღმდეგ. თამაშები თბილისში, სფფ-ს ტექნიკური ცენტრის „ბასას“ მოედანზე 13 და 15 მარტს, 14:00 საათზე დაიწყება.

19 მარტს გამთენიისას კი, ჩვენი გუნდი უნგრეთში გაემგზავრება, სადაც პირველად, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ელიტ-რაუნდში იასპარეზებს.

აღნიშნული შეკრების დროს საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 21 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია (ქსკ „ლანჩხუთი“);

მცველები: ნუცა გურიელიძე (ქსკ „ნორჩი დინამო“, თბილისი), ელენე რაუხი (ქსკ „თბილისის თბილისი“), ქეთევან ცაავა (ქსკ „მართვე“, ქუთაისი), ანა აკობიძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა ძაძუა (ქსკ „თბილისის თბილისი“);

ნახევარმცველები: ნათია დანელია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მაიკო ბებია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  ანა წულაია (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), მეგი გოცირიძე (ქსკ „თბლისის თბილისი“), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მეგი ეჯიბია (ქსკ „ნიკე, თბილისი), სალომე თოდუა (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), ელენე კახნიაშვილი (ქსკ „ნორჩი დინამო“)

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ქსკ „ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მარიამ რომანჩუკი (ქსკ „ლანჩხუთი“), ეთერ სულაშვილი („გორი-იუნაიტედი“), მარიამ მოდრეკილაძე („ნორჩი დინამო“). 

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება, 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართული უეფა-ს 17-წლამდე ქალთა ევროპის 2018-2019 წლების ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა.  ქართველი გოგონების მეტოქეები იყვნენ ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის 17-წლამდე ნაკრები გუნდები.

ელიტ-რაუნდში, კი რომელიც უნგრეთის დედაქალაქში, 21-27 მარტს ჩატარდება ქართველი გოგონები I  ჯგუფში იასპარეზებენ ინგლისის, მასპინძლი უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად.

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდის თამაშებს შემდეგი თანმიმდევრობით ჩაატარებს:

21/03/2019
ინგლისი - საქართველო
24/03/2019
საბერძნეთი - საქართველო

27/03/2019
საქართველო - უნგრეთი