სიახლეები

საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები უეფა-ს განვითარების ტურნირისთვის ემზადება

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

ახალი საფეხბურთო სეზონისთვის დაიწყო მზადება საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრებმა. 1-3 მარტის ჩათვლით, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, არჩილ ჩხაბერიძის და საქართველოს ქალთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ 25-მა ქართველი გოგონამ, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, სამდღიანი შეკრება გაიარა.

შეკრების ბოლო დღეს კი, 16-წლამდეთა ნაკრებმა, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეორეადგილოსან ქუთაისის „მართვესთან“, ერთი სპარინგიც გამართა და მინიმალური სხვაობით, 2-1 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში, ანგარიში 16-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა სწრაფი გოლით გახსნეს. გოლი, მარიამ რომანჩუკმა გაიტანა 1-0. თუმცა, ქუთათურებმა, ანგარიშის გაქვითვა პირველივე ტაიმში მოახერხეს, 1-1. გოლი ქეთი ცაავამ ჩაიწერა. შეხვედრის გადამწყვეტი გოლი, კი კვლავ მარიამ რომანჩუკმა გაიტანა და დუბლი გაიფორმა.  სხვათა შორის, დღევანდელ ამხანაგურ შეხვედრას ქართველ ქალ მსაჯთა ბრიგადა სჯიდა.

არჩილ ჩხაბერიძე: „ყველა სხვა ასაკობრივი ნაკრებების მსგავსად, 16-წლამდეთა ნაკრების მთავარი დანიშნულებაც ის არის, რომ ზედა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს მივაწოდოთ კარგი და განსწავლული ფეხბურთელები. გოგონებიც და გუნდის სამწვრთნელო შტაბი, ვართ მოტივირებულნი, რომ ყველა ტურნირზე კარგად გამოვიდეთ, ვიბრძოლოთ. ამ ეტაპისთვის, ვემზადებით უეფა-ს განვითარების ტურნირისთვის. ეს არის მნიშნვენლოვანი შეჯიბრი, რომლის დროსაც ყველა გოგონას მიეცემა საშუალება ითამაშოს 80 წუთის მანძილზე. შემოდგომაზე კი, გუნდი ევროპის შესარჩევზე მიიღებს მონაწილეობას და შესაბამისად, ვეცდებით, ეს დრო მაქსიმალურად და ნაყოფიერად გამოვიყენოთ. ჩვენათან, ქალთა ფეხბურთში, მეკარეების თემა ზოგადად აქილევსის ქუსლია და მეტწილად პრობლემატური. თუ შეტევითი პოტენციალი ქალთა გუნდებში, შედარებით უფრო კარგია, პოზიციური თვალსაზრისით, რადგან ვისაც ელიტ-რაუნდში უწევს თამაში, მათ აქვთ ასე თუ ისე, გამოცდილება და ასეთი ფეხბურთელები ჩვენც დაგევხმარებიან, დაცვის კუთხით, გვიწევს ფეხბურთელების ტრანსფორმირება. ახლა, მთავარია, რომ გოგონები მონდომებულები არიან. სელექციის თვალსაზრისით კი, ჩვენ ვცდილობთ,  ვნახოთ მაქსიმალურად ბევრი გოგონა.“

თბილისის სამდღიანი შეკრების დროს, საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, არჩილ ჩხაბერიძეს, 25 ფეხბურთელები ჰყავდა გამოძახებული:

მეკარეები: მარიამ როსტიაშვილი („ნორჩი დინამო“), ანი ლომსაძე (“კოლხეთი”),  ლიკა მარკოიძე (“სამეგრელო”);

მეცველები: თამარ სვანიძე (“კოლხეთი”), ანი ძაძუა  („ნორჩი დინამო“), თამთა ცაგურია („მართვე“), მარიამ ბერაშვილი („ნიკე“), მარი ჯანჯარია (“სამეგრელო”), ანა აკობიძე („ნიკე“), ბაია გოჩელაშვილი („ნიკე“), ლიკა ცუხურკაიძე („გორი-იუნაიტედი“);

ნახევარმცველები: ნათია დანელია („ნიკე“), მარიამ ცისკარიშვილი (“გორი-იუნაიტედი“), მაიკო ბებია („ნიკე“), მარიამ გასუმოვა („ნორჩი დინამო“), მარი ბეგიაშვილი  („ნორჩი დინამო“), ელენე კახნიაშვილი („ნორჩი დინამო“), ანი კვახაჭელიძე („ახალციხე“), მანანა ვაშაკიძე (“კოლხეთი”),

თავდამსხმელები: მარიამ რომანჩუკი („ლანჩხუთი“), ეთერ სულაშვილი („გორი-იუნაიტედი“), მარიამ მოდრეკილაძე („ნორჩი დინამო“), დიანა ბაქრაძე  (“გორი-იუნაიტედი”). ლიზი მწყერაშვილი („ნიკე“),  ევა მანჭარაული („გორი-იუნაიტედი“).

საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები, რამდენიმე კვირაში 18 მარტიდან კვლავ შეიკრიბება. ამჯერად, ლაგოდეხში, სადაც უეფა-ს განვითარების თასის ტურნირამდე ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გაივლის. 28 მარტს კი, ქართველი გოგონები მაკედონიაში გაემგზავრებიან, სადაც აღნიშნულ ტურნირზე, 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ევროპაში, ქალთა ფეხბურთის ლიდერი ქვეყნის ნორვეგიის, მასპინძელი მაკედონიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ.